LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები არიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ, არსებობს გარიგება…მედიკამენტი შესაძლოა, საერთოდაც არ გვჭირდება, ან იმ რაოდენობით არ გვჭირდება, რაც გამოწერეს – ირაკლი მარგველაშვილი

275
Untitled design - 2022-01-19T170932.328

მედიკამენტი რაც არ უნდა გავაიაფოთ, ამით ჩვენი მოსახლეობა უფრო ჯანმრთელი გახდება? უბრალოდ, ყველა იქნება იმით კმაყოფილი, რომ ნაკლები თანხა გადაიხადა წამალში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ნაკლები წამალი დაგვჭირდეს. ამის შესახებ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სისტემური ცვლილება ნიშნავს, ცვლილებას მკურნალობის სტანდარტების მიმართულებითაც.

„მიმოქცევაში მყოფი წამლების მონიტორინგი აუცილებელია. დღეს ჩვენ არ ვიცით რა წამლები იწერება, როგორ იწერება და რატომ იწერება ექიმის მიერ (ეს ყველაფერი კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში მითითებულია)
და კიდევ ერთი მომენტია, არაკეთილსინდისიერი –  ფარმაცევტული კომპანიების დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალთან.

ექიმები არიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ.  არსებობს გარიგება, რომლის ფესვებში ახლა ნუ წავალთ, მაგრამ დაუშვებელია, ექიმმა მედიკამენტი გამოწეროს და ამაში მიიღოს თანხა. ეს აისახა კიდეც  მედიკამენტის ბაზარზე.
ამ შემთხვევაში მედიკამენტი როგორც არ უნდა გავაიაფოთ, თუნდაც თურქეთის გამოყენებით, არ შეცვლის ამ პრობლემებს და მოდელს.
მოდელი უნდა შეიცვალოს, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ მე და თქვენ ესა თუ ის მედიკამენტი ნაკლებ ფასად შევიძინოთ.

უბრალოდ მედიკამენტი შესაძლოა, საერთოდაც არ გვჭირდება, ან იმ რაოდენობით არ გვჭირდება, რაც ექიმმა გამოწერა.

თუ ამ მიმართულებით არ განხორციელდა ცვლილებები, თურქეთის ბაზრის გახსნა, ხანმოკლე შედეგის მომტანი იქნება თანხობრივად და რისკებიც  მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხარისხის კონტროლი თუ არ მოხდა“. – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა რადიო “ფორტუნას” გადაცემაში „ბიზნესკურიერი“.

პოპულალურები