LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი არჩილ მარშანია “ომიკრონ” შტამის შესახებ: “ის თუ ყველა არსებულ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება, გამოიწვევს სერიოზულ ტალღას საზოგადოების არავაქცინირებულ ნაწილში…”

1128
archil-marshania

ექიმი რეანიმატოლოგი არ­ჩილ მარ­შა­ნია,  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, “ომიკ­რო­ნის” შე­სა­ხებ წერს და საზოგადოებას აც­ნობს იმ ინ­ფო­რა­ცი­ას, რაც ამ ეტაპ­ზე ახალი შტა­მის შე­სა­ხებ მოიპოვება.

ვაღიაროთ, ჩვენს წინაშეა სრულიად ახალი გამოწვევა, დავაჩქაროთ “ბუსტერ” დოზების გაკეთება – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ

“რა ვიცით ახალ შტამზე – ომიკრონი:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს (B.1.1.529) უწოდა ომიკრონი და მიანიჭა VOC (დამაფიქრებელი ვარიანტი)-ს სტატუსი.

?ეს სტატუსი კლასიფიკაციიდან VOI (”საინტერესო ვარიანტი”)-ზე მწვავე და VHC (”მაღალი მნიშვნელობის ვარიანტი”)-ზე ნაკლებად მწვავე შეფასებაა.
(თარგმანი შეიძლება ცუდია ბოდიში)

?ახალი ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ბოცვანაში, მას სპაიკ პროტეინში აქვს 32 მუტაცია (შედარებისთვის დელტა ვარიანტს აქვს 9 მუტაცია).

ის ამჟამად უკვე დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, ისრაელში, ბელგიაში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში (სავარაუდო), დანიაში, ავტრიაში, ინგლისში, ჰჰონგკონგში, იტალიაში

?ამ ეტაპზე მყარი სამეცნიერო ინფორმაცია იმაზე თუ რა ეფექტები აქვს ახალ ვარიანტს არ არსებობს.
არსებობს წინასწარი შედეგები და ვარაუდები:

ის სწრაფად ვრცელედება, სამხრეთ აფრიკის სოვეტოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგის თქმით, 65% ინფიციებულებისა არავაქცინირებული ან ნაწილობრივ ვაქცინირებულია და რაოდენობა სწრაფად იზრდება.

თუმცა მალე (1 – 2 კვირაში) გავიგებთ ყველაფერს რაც ყველაზე ძალიან გვაინტერესებს:

➡️ვაცინის/ბუნებრივი იმუნიტეტის მდგრადობა მის წინააღმდეგ;
➡️გავრცელების სიჩქარე;
➡️ავადობის სიმწვავე (ჰოსპიტალიზაცია/სიკვდილობა).

იმ შემთხვევაშიც კი თუ(!) არსებული იმუნიტეტი მყარია და ის თუ ყველა არსებულ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება, გამოიწვევს სერიოზულ ტალღას საზოგადოების არავაქცცინირებულ ნაწილში და ამიტომაც არის შემაშფოთებელი ეს ამბავი და მაგიტომაც ფრთხილობენ ქვეყნები.

შეგახსენებთ, რომ პრონცენტებით მანპულირება მარტივია, რიტორიკულად დასმული შეკითხვაზე ”70% ყავს აცრილი და აბა რატოღა ვრცელდება?” – პასუხი მარტივია, იმიტომ რომ (მაგალითად) 10 მილიონიან ქვეყანაში 30% ნიშნავს 3 მილიონ ადამიანს, სამი მილიონი ადამიანი მოკლე დროში თუ დაინფიცირდა და მისი 20% კლინიკაში გადასაყვანი გახდა, სად მიგყავთ 600 000 ადამიანი ასე სწრაფად? ამაშია საქმე.
☠️ყველაზე ცუდ სცენარს რომ თავი დავანებოთ, თუკი არსებული იმუნიტეტი ნაკლებ ეფექტური იქნება ამ ვარიანტის მიმართ.
მოკლედ წინასწარ არც პანიკა ვარგა და არც მოდუნება, ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშნებია რასაც მალე გაეცემა პასუხები.

ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს არჩილ მარშანია.

ისრაელმა უცხოელების შესვლა აკრძალა – ახალი წესები, რომლებიც ქვეყანაში იმოქმედებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები