LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: მაღალი ტემპერატურის დროს სანთლებზე ეფექტური სიროფია

1627

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ამჯერად პედიატრი სიცხის დამწევი სანთლების არაეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას და მშობლის კითხვაზე, აქვს თუ არა სანთლებს უფრო სწრაფი მოქმედება, ვიდრე ტემპერატურის დამწევ სიროფს, ამომწურავ პასუხს იძლევა:

„მნიშვნელოვანია, რომ სანთელში შემავალი აქტიური ნივთიერება მალე გადავიდეს სისხლში. ცხადია მაღალი ტემპერატურის დროს სანთელი მალე გადადის სისხლში, მაგრამ სისხლში გადასვლა და მისი მოქმედება სხვადასხვა რამ არის. საქმე იმაშია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს, ორგანიზმში ჩნდება სითხის დეფიციტი და თავს იჩენს ეგრეთწოდებული ცენტრალიზებული სისხლის მიმოქცევა. ანუ მარტივად რომ ვთქვა, ვითარდება სახსრებისა და ნაწლავების სპაზმი. ამიტომ მედიკამენტის შეწოვა სანთლის გზით ფერხდება. ამდენად პერორალური გზით მიღებული წამლის ათვისება ბევრად მარტივად ხდება, რადგან კუჭი და სხვა საჭმლის მომნელებლი ორგანოები ამ დროს სპაზმს არ განიცდის. აქ ორიენტირი უნდა იყოს არა  ტემპერატურის მაჩვენებლი, არამედ ბავშვის მდგომარეობა. თუ პატარას თბილი და ვარდისფერი კიდურები აქვს, ესე იგი სისხლის მიმოქცევა კარგია. თუ მას აღენიშნება კიდურების შეციება და გაფერმკრთალება, უმჯობესია არჩევანი გავაკეთოთ პერორალურად მისაღებ მედიკამენტზე. ასე, რომ მაღალი სიცხის დროს სანთლები არაეფექტურია, სიროფი კი ეფექტური“, – ამბობს ექიმი კომაროვსკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები