LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რა სიმპტომებით ვლინდება მშობიარობის შემდგომი დეპრესია

594

ექიმი ევგენი კომაროვსკი ამჯერად ყურადღებას მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ამახვილებს. ესაა მდგომარეობა, რომელიც იწყება უშუალოდ მშობიარობის შემდეგ და მთელი რიგი სიმპტომებით  ხასიათდება:

  • უხასიათობა;
  • ძილის დარღვევა;
  • შფოთვითი აშლილობა და ცუდის მოლოდინი; ინტერესების სფეროს შესუსტება;
  • ბედნიერების შეგრძნების დაქვეითება;
  • დანაშაულის გრძნობა;
  • ენერგიის დეფიციტი;
  • მეხსიერების და კონცეტრაციის დარღვევა;
  • მადის მომატება ან დაქვეითება;
  • შეფერხებული მოძრაობა;
  • სუიციდური აზრები;

სიმძიმის მიხედვით გამოყოფენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რამდენიმე ფორმას.

მშობიარობის შემდგომი მელანქოლია – ესა არის შედარებით მსუბუქი დეპრესიული ფონი, რომელსაც თან ახლავს ხასიათის ცვლილება და სისუსტე. როგორც წესი, ის რამდენიმე კვირას გრძელდება და მისგან თავის დაღწევა ადვილია. სტატისტიკურად ასეთი მდგომარეობა მშობიარე ქალების 50–85%-ს აღენიშნება.

თუ ორკვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, მდგომარეობა მძიმდება, საქმე გვაქვს მძიმე დეპრესიასთან. ამ დროს აღნიშნულ სიპტომებს სხვა უამრავი უსიამოვნო ფაქტორი ემატება, ქალი წყვეტს საკუთარ თავზე ან ბავშვზე ზრუნვას, უჩნდება დანაშაულის გრძნობა, მისთვის სამყარო ხდება უინტერესო. სტატისტიკურად ასეთი ტიპის ან უფრო მძიმე ფორმის დეპრესია მშობიარეების 10–14%-ს აღენიშნება. ექიმი კომაროვსკი ამბობს, რომ აქ ყველაზე დიდ როლს თამაშობს პაციენტის მკურნალი ექიმი და მისი გარემოცვა. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმმა დროულად გადაამისამართოს ახალგაზრდა დედა ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქიატრთან. ასევე მნიშვნელოვანია, ქალბატონმა მუდამ იგრძნოს მზრუნველობა და მხარდაჭერა ოჯახის წევრების მხრიდან, არ დარჩეს მარტო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დიდი დროს გაატაროს სუფთა ჰაერზე და მიიღოს D ვიტამინი, რომელიც კარგად მოქმედებს ასეთი მდგომარეობის დროს. უფრო მძიმე შემთხვევების სამართავად არსებობს მსუბუქი ანტიდეპრესანტების ჯფუფი, რომელიც კარგად მოქმედებს დეპრესიულ მდგომარეობაზე და არ უშლის ხელს ლაქტაციის პროცესს. უბრალოდ მათი მიღება ექიმის მკაცრი რეკომენდაციისა და მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები