LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რატომ არის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

248

ცნობილი უკრიანელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი აქცენტს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაზე აკეთებს და გვიყვება, რატომ არის ის ასეთი აუცილებელი.

წითელა საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ავადობის რამდენიმე ეტაპი ახასიათებს. ამავე დროს ინფექცია საკმაოდ ვერაგია და არც ერთ ადამიანს, რომელიც ინფიცირდება, არ აქვს მის მიმართ იმუნიტეტი. ამდენად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, ერთის მხრივ გვაძლევს იმუნიტეტს ამ უმძიმეს ინფექციასთან საბრძოლველად და 100 პროცენტით გვიცავს ყველა იმ გართულებისგან, რომელიც მას თან ახლავს. მსოფლიოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა პირველად 1963 წელს ჩატარდა. მარტო ამერიკაში ვაქცინაციამდე ყოველწლიურად 3 დან 4 მილიონამდე ადამიანი ინფიცირდებოდა, აქედან 500 შემთხვევა სრულდებოდა ლეტალურად. 1000-მდე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ენცეფალიტის შემთხვევებს. ვაქცინის ფართო გამოყენებამ შემთხვევების რისკი 99 პროცენტით შეამცირა და 2016 წელს მინიმუმამდე დაიყვანა. ვაქცინა წითელას წინააღმდეგ აცრების რეგულარულ კალენდარშიც შედის და ის 1 წლის ასაკში, მოგვიანებით კი, 5 წლის ასაკში კეთდება. თუ გარკვეული მიზეზების გამო ვაქცინაცია დაგვიანდა, მას მაინც აკეთებენ ნებისმიერ ასაკში და თანაც სასურველია ორჯერ, არა უმეტეს 28 დღის ინტერვალით.

ვინ მიეკუთვნება  წითელას გართულებების რისკს:

ბავშვები 5 წლამდე;

20 წელს ზევით ადამიანები;

ორსულები;

ადამიანები იმუნურის სისტემის დაავადებებით;

რაც შეეხება განმეორებით ვაქცინაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებით, ის რეკომენდებულია სტუდენტებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც 1957 წლამდე დაიბადნენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლოა ბავშვის ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდანაც დაიწყოს, როცა მისი ქვეყნის ფარგლებს გაყვანაა აუცილებელი. ხოლო ჩვილის ვაქცინაცია იშვიათად, მაგრამ ხდება მაშინ, როცა მას შეხება აქვს ინფიცირებულთან. წითელას ვაქცინაციის უკუჩვენება არის მხოლოდ მძიმე ალერგიული რეაქციები და ორსულობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები