LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: რეკომენდაციები ბავშვებში სპაზმური ხველის შესამსუბუქებლად

4324

ექიმი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ბლოგში ყურადღებას ისეთ გავრცელებულ სიმპტომზე ამახვილებს, როგორიცაა ხველა. მისი თქმით, ბავშვების უმეტესობას ხველის დროს წამალი საერთოდ არ სჭირდება. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, როცა ბავშვს ახველებს, ეს მეტწილად ასაკზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ვირუსული ინფექცია ბავშვებში მარტივად მიმდინარეობს, თუმცა, მშობელი გართულებების ასარიდებლად, მედიკამენტებს საკუთარი ნებით არჩევს. ამერიკის წამლების მართვის სააგენტო (FDA) კატეგორიულად კრძალავს  ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე. მეტიც, ხველის საწინააღმდეგო წამალმა შესაძლოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიცოცხლისთვის საშიში გართულებაც კი გამოიწვიოს.

ასევე წამლების რეგულაციის სააგენტო გვაძლევს რეკომენდაციას უარი ვთქვათ კოდეინის შემცველი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებაზე 12 წლამდე ასაკის ბაშვებში ან ჭარბი წონის მქონე, 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამან შესაძლოა, სასუნთქი სისტემის სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს.

როგორ შევამსუბუქოთ ხველის სიხშირე ვირუსული ინფექციის დროს: „შეგახსენებთ, რომ გრიპისა და გაციების დრო სამკურნალო წამალი არ არსებობს“, – ამბობს პედიატრი. ვირუსული ინფექციების დროს პაციენტების უმრავლესობა 2-3 კვირაში თავისით გამოჯანმრთელდება. ხველა ესაა ნორმალური სიმპტომი გაციებისას, რომელსაც თავისი დანიშნულება აქვს. ის ორგანიზმს ლორწოსგან ათავისუფლებს, რომელიც სასუნთქ გზებსა და ფილტვებშია. ამიტომ ძალზედ არაგონივრულია ამის პრეპარატებით დათრგუნვა. ყველაზე ეფექტური ხველის საშუალება არის წყალი და თბილის სითხეები, ასევე რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც თქვენს პატარას ავადობისას სიმპტომს შეუმსუბუქებს.

ჰაერის დამატენიანებელი, რომელიც ბავშვის ოთახში უნდა იდგეს და სასუნქთი გზების მუშაობაც გაუმჯობესდება;

ჩვილებში ცხვირის გაჭედილობისას აუცილებელია ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის მუდმივი გამორეცხვა და სასუნთქი გზების გათავისუფლება;

პარაცეტამოლი ის პრეპარატია, რომელიც პატარებში ავადობის დროს ტკივილის სიმპტომს ხსნის და მდგომარეობას ამსუბუქებს.

მართალია ვირუსული ინფექცია შესაძლოა სახლის პირობებშიც დავამარხცოთ, მაგრამ არის მდგომარეობები, როცა ექიმთან ვიზიტი არც ერთი წამით არ უნდა გადავდოთ:

  • ცხელება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში;
  • 39 გრადუსი ტემპერატურა ნებისმიერ ასაკში;
  • გაძნებელული სუნთქვა, ხმაურიანი სუნთქვა, ხშირი სუნთქვა;
  • ტუჩების სიფერმკრთალე;
  • საკვებისა და წყლის მიღებაზე უარის თქმა;
  • მოთენთილობა და ძილიანობა;
  • თუ ხველა 3 კვირაზე მეტხანს გრძელდება;

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები