LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის

113

2016 წელს საქართველოს შესაძლებლობა ექნება, სასაქონლო სატრანზიტო ჰაბი გახდეს, ქართული ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა კი გაუმჯობდეს. ამის შესახებამ „ფორტუნას“  ეკონომისტმა ლევან კალანდაძემ განუცხადა.

კალანდაძე განმარტავს, რომ რუსეთ-თურქეთის გამძაფრებული პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე საქართველო ერთგვარი საფრთხის ქვეშ არის, რადგან ორივე ქვეყანა ჩვენი აქტიური სავაჭრო პარტნიორია. „მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ გაზარდოს ექსპორტი და ამით ბიზნესის შემოსავლებიც მოიმატებს, განსაკუთრებით ციტრუსის სეგმენტში,“- აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, აუცილებელია მთავრობისა და ბიზნესის აქტიური კომუნიკაცია და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.

„მთავრობის როლი კოორდინაციით და ლოჯისტიკური ქსელის აწყობით უნდა შემოიფარგლოს. რუსეთის ბაზარი დიდია და მისთვის მცირე რაოდენობის პროდუქციის მიწოდება  უინტერესოა, ამიტომ მთავრობამ შიდა ლოჯისტიკური პრობლემები უნდა მოაგვაროს და რუსულ მხარეს დიდი სასაქონლო ნაკადები შესთავაზოს,“- განმარტა კალანდაძემ.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქულ ხორცპროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ხილზე ემბარგო 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

პოპულალურები