LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექთანი 9 თვიანი იზოლაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა, ასაკოვანი დედის უსაფრთხოებისთვის მთელი ეს პერიოდი ის ფურგონში ცხოვრობდა

69
-116400068-whatsappimage2021-01-08at14.37.06-3

ექთანი 9 თვის განმავლობაში ფურგონში ცხოვრობდა, რათა ასაკოვანი დედა კორონავირუსის საფრთხისგან დაეცვა. სახლში დაბრუნდება კი როგორც ის ამბობს, „ლატარიის მოგების“ ტოლფასი იყო.

სარა ლინკმა და მისმა მეუღლემ, გარიმ ფურგონი მარტის თვეში შეიძინეს, რათა დედისგან იზოლირებულად ცხოვრება შესძლებოდათ.

„ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცრემლი დავღვარე, რომ არა გარი, იზოლაციას ალბათ ვერ გადავიტანდი.“ – უთხრა სარამ BBC–ის.

წყვილი სახლში შობისთვის, მას შემდეგ დაბრუნდა რაც დედამ ვაქცინა მიიღო.

600 ფუნტად შეძენილი ფურგონი ლინკების ეზოში იყო დაპარკინგებული და მისი საშუალებით ცოლ–ქმარი ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა. სარა საავადმყოფოში მუშაობდა, გარი კი თევზის ბიზნესში იყო ჩართული.

„ამ ყველაფერს ხვალაც გავიმეორებდი, ნებისმიერ დროს გავიმეორებდი, მთავარია დედა იყოს დაცული.“

„თავიდან ვფიქრობდით, რომ ფურგონში ყოფნა მაქსიმუმ 4 კვირა მოგვიწევდა. შემდეგ ეს დრო 12 კვირამდე გაიზარდა, ამასობაში 9 თვე გავიდა და ჩვენ ისევ ფურგონში ვიყავით. არც კი მჯერა რომ ჩვენ ეს შევძელით.“ – ამბობს მისის ლინკი, ექთანი 17 წლიანი სტაჟით.

წყვილმა კორონავირუსი დეკემბერში გადაიტანა, ისინი ინფიცირების დროს ისევ ფურგონში ცხოვრობდნენ და 84 წლის დედა მაქსიმალურად დაცული იყო.

„სამსახურს გასულ კვირას დავუბრდუნი. თავს ჯერ ისევ სუსტად ვგრძნობ, მაგრამ ბევრად უკეთ ვარ,“

„ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ბევრ ადამიანს პანდემიის ჯერ კიდევ არ სჯერა, ისინი ქუჩაში ჩვეულებრივ გადაადგილდებიან და არაფერზე დარდობენ. როგორ მინდა, რომ მათ იმის ნახვა შეეძლოთ, რასაც მე ყოველდღიურად ვაწყდები.“

შობა და ახალი წელი ლინკების ოჯახისთვის მართლაც ჯადოსნური გამოვიდა, რადგან მათ სახლში დაბრუნება შეძლეს.

„ახალი წლის ღამეს ბევრი ვიტირეთ, გავიხსენეთ თუ რა რთული წლის გადალახვა მოგვიხდა.“

„ნორმალურ საწოლში გაღვიძება ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ჯეკპოტი მოვიგე.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები