LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს

112
უცხოელები

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოდან სულ 18 ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. მონაცემების მიხედვით ყველაზე ხშირად 26-40 წლამდე ასაკის მამაკაცებს აძევებენ.

ქვეყნების მიხედვით სია ასეთია: აზერბაიჯანი – რვა მოქალაქე; ირანი – ექვსი; ეგვიპტე – ხუთი; თურქეთი – ოთხი; ანგოლა, ინდოეთი, ერაყი და ნიგერია – ორი; კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბანგლადეში, კონგო, მაროკო, ნეპალი, პაკისტანი და ჰაიტი – ერთი.

2018 წელს ქვეყნიდან 98 უცხოელი გააძევეს, 2017 წელს კი 77.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები