LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერისიონის“ ახალი პროექტი 29 მარტს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად გაიმართება

128
erisioni

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალთა გუნდი 29 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო პრემიერა-კონცერტს გამართავს.

ანსამბლის მიერ წარმოდგენილი პრემიერა – კონცერტის მიზანია, მონატრებულ მაყურებელთან შეხვედრა, სადაც მოხდება იმ ფოლკლორული სასიმღერო ნიმუშების წარდგენა, რომელთა უმრავლესობაც „ერისიონის“ შოუ-პროგრამებში  არასდროს ყოფილა.

„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და გუნდის მთავარი ლოტბარის, შერმანდი ჭკუასელის თქმით საქველმოქმედო კონცერტზე შესრულდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი შრომის, საფერხულო-სარიტუალო და საწესჩვეულებო სიმღერები.

„ერისიონი” მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიასა და რუსთაველის ეროვნულ თეატრს. ასევე ფინანსური დახმარებისთვის ანსამბლის მეგობრებს.

საკონცერტო პროგრამაში სულ 17 სიმღერაა შესული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები