LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებაზე მუშაობს

76
A view of Bitcoin token.
A split in the Bitcoin community is set to create a new incompatible version of the cryptocurrency. They plan to offer existing investors a matching amount of a new virtual asset - called Bitcoin Cash - which could put pressure on the value of original bitcoins.
The bitcoin (BTC) hard fork will be happening on midday in London i.e. 12:20 UTC. (Photo by Manuel Romano/NurPhoto via Getty Images)

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კრიპტოვალუტის რეგულირების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2022 წლის განმავლობაში წარედგინება.

როგორც კობა გვენეტაძე განმარტავს, სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს პირველადი პროექტი, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

„ეს მოიაზრებს ვირტუალური აქტივის გადაცვლის, გადაცემის, ადმინისტრირების, მომსახურების განმახორციელებელი პირების რეგულირებას, მათთვის რეგისტრაციის ლიცენზირების შესაბამისობის ტესტისა და ფულის გათეთრების კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრის გზით. ჩვენ გვაქვს სამუშაო ვარიანტი, რომელზე მუშაობაც ცოტა ხანში დამთავრდება. ვგეგმავთ ამ პროექტის განხილვას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები