LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი – საქართველოს ეკონომიკა რუსეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული

35
shutterstock-1852960183

ეროვნული ბანკის 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს, რუსეთსა და თურქეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 40 პროცენტი უკავია, ხოლო მთლიან საგარეო შემოდინებებში 43 პროცენტი, რაც წინა წლის მონაცემების მსგავსია. თუმცა, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში მცირედით შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის კლებით იყო გამოწვეული.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ამავდროულად, გაიზარდა თურქეთისა და ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში.

„2021 წლის პირველ კვარტალში, მთლიანი შემოდინების წილი მშპ-ში წინა წლებთან შედარებით შემცირებულია როგორც რუსეთში, ისე თურქეთსა და ევროკავშირში, თუმცა ეს ძირითადად მომსახურების ექსპორტიდან შემცირებული შემოსავლით არის განპირობებული. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეტაპობრივ ეკონომიკურ გაჯანსაღებასთან ერთად, 2021 წელს მოსალოდნელია საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზომიერი ზრდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმპორტის თანხობრივად მზარდი ტენდენციისა, მოსალოდნელი მაღალი იმპორტირებული ფასების პირობებში სავარაუდოა რეალური იმპორტის შემცირება, რაც სავაჭრო ბალანსზე დადებითად აისახება“, – აღნიშნული დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის მიხდევით, საერთო ჯამში, შემოდინებებზე დამოკიდებულება მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც საქართველოს ამ ძირითად ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები