LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

169
5e7383858e806

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. განმარტებულია, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ერთ-ერთ თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, რის შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფი პირები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იყვნენ. ინფიცირებულები შესაბამის დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

“ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით. პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები” – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევა. 26 გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები