LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა

226
1 ეროვნ

ქვეყანანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, გარდა კონკრეტული დაწესებულებებისა, დროებით არ მუშაობს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები. შეჩერებულია სასწავლო პროცესი. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

“ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს. სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე” – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ღია კარის დღეს, მას განათლების ეროვნული ცენტრი ონლაინ რეჟიმში გამართავს და აბიტურიენტებს კითხვაზე პასუხის მიღება, ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები