18 სექტემბერს, სასტუმრო ,,სტამბა”-ს ამფითეატრში ( მისამართი: კოსტავას #14 ) ეროვნული კინოცენტრი უმასპინძლებს ჟურნალ ,,კინ-O”-ს პირველი ნომრის პრეზენტაციას. ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება და მას მხოლოდ 100 სტუმარი დაესწრება.

,,კინ-O” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ერთადერთი პროფესიული ჟურნალია ქართულ კინემატოგრაფზე, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა. ჟურნალის მთავარი რედაქტორები არიან თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე.

,,კინ-O”-ს პირველი ნომერი დროს მიეძღვნა – კინემატოგრაფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული პანდემიის უცნაური პერიოდით დამთავრებული, ჟურნალში დროის ფენომენს იკვლევენ – დროის, რომელიც ახლა უკვე არამხოლოდ კინოში, არამედ მსოფლიოშიც შენელდა.

მსგავსი თემები