25 სექტემბერს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში გაიმართება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმის ონლაინ ჩვენება სახელწოდებით ,,სხვა ქალაქი”. ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/836717520541098/?ref=newsfeed

ფილმი 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ნაჩვენები იყო სხვადასხვა არქიტექტურულ ფორუმზე, მათ შორის ჩეხეთსა და გერმანიაში. ,,სხვა ქალაქი” განსაკუთრებული პოპულიარობით სარგებლობდა სატელევიზიო ჩვენებების დროს ქართველ მაყურებელში.

პროდიუსერები: ზურაბ ინაშვილი, ელდარ მდინარაძე
ოპერატორი: რამაზ ბატატუნაშვილი
მუსიკა: ლევან მიზანდარი

ზურაბ ინაშვილი თენგიზ აბულაძის კინოსახელსონოს პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელიც წლების მანძილზე მოღვაწეობდა დოკუმენტური კინოს ჟანრში. რეჟისორი 2021 წლის ივნისის თვეში გარდაიცვალა და დაგვიტოვა დოკუმენტური ფილმების მთელი სერია, სადაც ასახულია დღევანდელი ქართველი ადამიანის ყოფა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები.

25 სექტემბერს ზურაბ ინაშვილის დაბადების დღეა. ეროვნული კინოცეტრი კინოჩვენებას რეჟისორის ხსოვნასა და მის შემოქმედებას უძღვნის.

მსგავსი თემები