LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

Pesek-960x576

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6678 შეადგინა.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, 10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება  2.6670 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0412 ლარია – დღეს მოქმედი კურსი 3.0324 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ძალაში ხვალიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები