LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა – ლარის ახალი კურსი გამოქვეყნდა

165
1575986581136655

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონი დღეს გაიმართა. „2021 წლის 6 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2998 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები ლარის კურსთან დაკავშირებით. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3001 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0625 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები