LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა აქციონზე 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 მლნ დოლარი გაყიდა – შეიცვალა თუ არა ლარის კურსი

319
valuta

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან აუქციონზე  32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შესაბამისად, შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა.

„2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

2017-2019 წლებში უწყებამ რეზერვები 492 მილიონი დოლარით შეავსო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები