LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

948
Webp.net-resizeimage-3-1024x576

პანდემიის დროს ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა.

კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსიახლეებსა და იხილონ ვიდეოები ფილმების გადასაღები მოედნებიდან.

კინოკლუბის წესების გაცნობის შემდეგ, მასში გაწევრიანება შეუძლია ქართული კინოს ყველა გულშემატკივარს მოცემულ ბმულზე.

პირველი კინოჩვენებები უკვე შედგა. კინოცენტრი შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას და მაყურებელს შემდეგი თემატური ქართული ფილმების ჩენებები შესთავაზა:

,,სანამ მამა დაბრუნდება” (რეჟისორი მარი გულბიანი, პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი);
,,გაიღიმეთ” (რეჟისორი და პროდიუსერი რუსუდან ჭყონია);
,,დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა);

ონლაინ კინოჩვენებები იმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართველ პროდიუსერებთან და რეჟისორებთან მომდევნო კინოჩვენებების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები