მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.

ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2 აპრილს გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს.

მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.

“კვირის პალიტრის” არქივში ინახება გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუ, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ”:

“ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. იქვე არ ვჭამ­დი, მაგ­რამ სუფ­რა­ზე საჭ­მე­ლი რომ დარ­ჩე­ბო­დათ, ვი­ღებ­დი, ვახ­ვევ­დი და შინ მომ­ქონ­და. ვი­ღა­ცას რომ და­ე­ნა­ხა, იფიქ­რებ­და, ეს ღორ­მუ­ცე­ლა ვინ არი­სო, არა­და, ჩემ­თვის კი არ მინ­დო­და, ცოლ-შვი­ლის­თვის მომ­ქონ­და – ჩემს ქა­ლიშ­ვილს ძმა ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი, ჩემს ცოლს – შვი­ლი და ასე მა­ინც ხომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი!

ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც დიდი გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. 1939 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და 3-4 წლის ასაკ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯა­ხებს პუ­რის ფული არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ სულ გვინ­დო­და ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­კე­თე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამან მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე.მა­შინ, ომის დროს, ერ­თმა­ნე­თის, მა­პა­ტი­ეთ და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა არ იყო, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რას ვუ­ყუ­რებთ? – ვინ ვის უკბი­ნოს, შე­ჭა­მოს, და­აქ­ცი­ოს, ცუდი თქვას, ეს პარ­ტია კარ­გია, ის ცუდი… სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. რა პარ­ტია, რის პარ­ტია, რა შუ­ა­შია პარ­ტია!

არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­დეს?! ციხე შიგ­ნი­დან ტყდე­ბაო, ზუს­ტად ჩვენ­ზეა ნათ­ქვა­მი. უცხომ რომ აგი­ღოს, და­გი­პყროს, ეს კი­დევ სხვა არის, მაგ­რამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო უფრო მე­ტად შიგ­ნი­დან ტყდე­ბა, ვიდ­რე უცხო მტრის­გან. ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ამ­ბავს ვერ ვუ­ყუ­რებ, რა­ებს ამ­ბო­ბენ! ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაგ­რე­ვენ – ყვე­ლა­ფერს რა­ღაც უარ­ყო­ფითს უძებ­ნი­ან, არა­ფე­რი მოს­წონთ, ყვე­ლას ლან­ძღა­ვენ და ჰგო­ნი­ათ, ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან. ხალ­ხსაც ჰგო­ნია, რაკი არა­ფე­რი მოს­წონთ, მარ­თლა მაგ­რე­ბი არი­ან! მაგ­რე­ბი კი არა, ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი არი­ან და უნ­დათ ყვე­ლა­ნი ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ! უდი­დე­სი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი თო­მას მანი ამ­ბობ­და, ნე­ტავ ჰერ­მან ჰე­სე­სა­ვით ვწე­როო (ჰერ­მან ჰესე კი ავ­სტრი­ე­ლია, მაგ­რამ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლია, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი)! თა­ვად ბუმ­ბე­რა­ზი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და მე­ო­რე ბუმ­ბე­რაზ­ზე. ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა? იმის ნაც­ვლად, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი ეძე­ბონ, ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ვებ­ლად ლან­ძღა­ვენ. ჩვენ­თან, იცით, რამ­დე­ნი ცრუ­პატ­რი­ო­ტია? მგო­ნი, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ცრუ­პატ­რი­ო­ტი მო­დის, ვიდ­რე ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი.”-აცხადებდა გურამ დოჩანაშვილი.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები