LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც უკრაინა ფრენებს აღადგენს – საქართველოა

119
5bfd9a1a1d00002c02313664

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისთანაც უკრაინა ფრენებს აღადგენს – საქართველოა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით, avianews ავრცელებს. როგორც ვებგვერდი წერს,  უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც პირველ რიგში პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს აღადგენს და ამ ქვეყნების სიაში საქართველოცაა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინა კარანტინის დასრულების შემდეგ, ავიამიმოსვლას განაახლებს საქართველოს, თურქეთისა და ეგვიპტის მიმართულებით.

შეგახსენებთ, COVID-19-ის გამო, რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ, უკრაინა-საქართველოს შორის რამდენიმე სპეცრეისი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები