„რუსთავი2“-ის მეათე სეზონის ერთ-ერთი წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იყოს „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი ძალიან საპასუხისმგებლოა მისთვის.

როგორც ნუკი სოციალურ ქსელში წერს, მისი, როგორც წამყვანის გეგმაა „იცინოს და იხალისოს“. ის გულშემატკივრებს სთხოვს, რომ რჩევები მისცენ, თუ როგორი უნდათ, რომ „ნიჭიერის“ მე-10 სეზონის წამყვანები იყვნენ.

ვიდეო: „რუსთავი 2“-ზე „ნიჭიერი“ იწყება

„ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო “წამყვანობა” რომელიც მქონია. რატომ? პირველი: იმიტომ რომ 6 წელია აღარ მიმუშავია ტელევიზიაში და ოდესღაც კარგები უკან რომ ბრუნდებიან და გაბანძებულები არიან ეგ არ მინდა ვიყო.

მეორე: აი კარგ “პალასაზე” რომ ხარ თითქოს არავინ გლანძღავს, სოც ქსელში დადებითი ემოცია მოდის და შეირგე რააა, ახლა ცუდი რომ ვიყო წამოვა სიძულვილის ტალღა..

მესამე: ჩემამდე ისეთ მაგარ ადამიანებს მიყავდათ გადაცემა რომ ცოტა კომპლექსდები, ნერვიულობ შენ თუ შეძლებ ასე.

ხომ მიხვდით ვღელავ….

ბახუტა ძალიან ნიჭიერია და მისთვის არაფერი წარმოადგენს პრობლემას საერთოდ..

ბევრს კი ვნერვიულობ მაგრამ თან ვხვდები რომ ყველაზე მაგარი სეზონი იქნება, მონაწილეები არის სასწაული!!!!!!!! არნახულ შოუს გპირდებიან პროდიუსერები, პირველ ქასტინგზე ენა ლამის გადამეყლაპა ისეთები ვნახე და კინაღამ მუცელი გამისკდა სიცილისგან, ყველაფერი იქნება.

ჩემი როგორიც წამყვანის გეგმაა ვიყო რაც ვარ, ვიბაცნო, ვიცინო, გაცინოთ და ვიხალისო. თუ რამე რჩევები გაქვთ, ძალიან გთხოვთ მითხარით. როგორი გინდათ იყვნენ მე-10 საიუბილეო სეზონის წამყვანები?

პ.ს ბახიტას წავაკითხავ კომენტარებს, ინსტაგრამი ჯერ არ აქვს, მაგრამ არ ინერვიულოდ, შებმის პროცესში ვარ, მალე გავაკეთებინებ!!“,- წერს სოციალურ ქსელში ნუკი კოშკელიშვილი.

კატეგორიები: სოც. ქსელები
ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები