LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან” – ანდრია ჯაღმაიძე მონასტერში მომხდარ მკვლელობაზე

252
andria

მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი წერს.  ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტერს შეფარებულმა პირმა მეორე პირი მოკლა და მონასტრიდან გაიქცა.

მკვლელობა მონასტერში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული

როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან”,-წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.   

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ყელის არეში იყო დაჭრილი, ეკლესიის კელიაში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები