LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! – სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

262
FORTUNA.GE-

“მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია.” – საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა ორბელიანების სასახლიდან, სადაც დროშის აწევის ცერემონია გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი დროშის დღეს ულოცავს ჯარს, ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ექიმებს, პოლიციელებს და მათ დროში ს პატივისცემისკენ მოუწოდებს:

“გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა – ეს უდიდესი ბედნიერებაა! საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს! ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრაციას და საელჩოებს. მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, პოლიციელებო, მაშველებო, მეხანძრეებო, ექიმებო, მედპერსონალო! მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც დღეს იცავს ჩვენს საზოგადოებას, ეს მართლაც უდიდესი ღვაწლია ამ ქვეყნისთვის და ეს დროშა ამის სიმბოლოცაა!

მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლიდან, ყოველ წელს, 14 იანვარს სახალხოდ აღინიშნება.

გადმოფინეთ სახელმწიფო დროშები აივნებიდან – დღეს სახელმწიფო დროშის დღეა

საქართველოს დროშა პატრიოტულ სულისკვეთებასა და უდიდეს სიამაყეს აღძრავს: გიორგი გახარია