LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

202
BeFunky-collage (2)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა თასის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. ტალინში, ესტონეთის ნაკრებს დავუპირისპირდით და მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ. გამარჯვების ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ 32-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 8 სექტემბერს თბილისში ჩაატარებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე იმართება.

შეხვედრის ამსახველ  ფოტოებს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

https://www.facebook.com/GeorgiaGFF/posts/4318760108195173

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები