LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას” – მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ

66
1

“ერთად ლექსოსთვის! არა ძალადობას” – ამ სახელწოდებით აქციას მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ.

ჟურნალისტები მდუმარე აქციით “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებენ.

აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტმა ეკა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ ვისაც ოდანვადაც კი, წვლილი მიუძღვის აღნიშნულში, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს:

“დღეს, სრულიად მედიას შავი დილა გაგვითენდა. დღეს ყველანი 36 წლის ლექსოს ვგლოვობთ, რომელიც არც ომში ყოფილა და არც მტრისგან დაშავებულა, ის ჩვენივე თანამემამულეებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. ვისაც ოდანვადაც კი, წვლილი მიუძღვის აღნიშნულში, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. გარდა იმისა, რომ ლექსოს ამბავზე ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პირებმაც, რომლებმაც მედიის თავი გავეშებულ ბრბოს საჯიჯგნად მიუგდო”, – აღნიშნავს “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ეკა ლემონჯავა.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, აქცია იმართება პარლამენტის წინ, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და განვითერებული მოვლენებისა და მიღებული შედეგის გამო მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

 ფოტო: IPN 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები