LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ბატონია, რომელიც უკმაყოფილოა… რა პირობებში იმყოფებიან აბასთუმნის კარანტინში მყოფი პაციენტები

846
karantini-5e57a725ed6ce

აბასთუმანში, საკარანტინო ზონაში 15 პაციენტია გადაყვანილი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტები ცუდ პირობებში იმყოფებიან.

„ფორტუნა“ ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულიოზის ეროვნული ცენტრის დირექტორს, პროფესორ ზაზა ავალიანს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და ახსნა, რატომ შეიძლება კარანტინში მყოფი პაციენტები არ იყვნენ კმაყოფილი.

„სოციალურ ქსელში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც არასწორია. 15 პირი, რომელიც კარანტინშია და არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება კონტაქტში ყოფილიყვნენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან, მოთავსებული არიან აბასთუმნის ფილტვის ცენტრში. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტები ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში იმყოფებიან. ამის გადამოწმების შესაძლებლობა ყველას აქვს. ეს არის რამდენიმე ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის სანატორიუმი, სადაც ძალიან კარგი პირობებია. არის გათბობა, ცხელი და ცივი წყალი, ტელევიზია. პაციენტებს აქვთ ინტერნეტი და კვება დათქმულ ვადებში. მგონი ერთი ბატონია, რომელიც სუბიექტური შეფასებით უკმაყოფილოა. ცხადია, უკმაყოფილო იქნება, იმიტომ რომ მოხდა მისი იზოლაცია. მოგეხსენებათ, კორონავირუსი არის ჯანდაცვის გლობალური საფრთხე. მკაცრი ღონისძიებები პაციენტებისვე უსაფრთხოების გამო კეთდება. რასაკვირველია, ექიმების კონტაქტი პაციენტებთან შეზღუდულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით მათ ნაკლებად უნდა ჰქონდეთ შეხება სამედიცინო პერსონალთან. როგორც იცით, არაერთი ექიმი გარდაიცვალა უხანში.

ზოგიერთმა პაციენტმა გააპროტესტა, რომ აეკრძალათ სიგარეტის მოწევა. მაგრამ მათთვის სიგარეტის აკრძალვა რეკომენდაციით მოხდა. აუცილებლად უნდა შესრულდეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს. დამერწმუნეთ, ჯმო-ს სტანდარტი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დაცულია“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა “ფორტუნასთან” საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, აბასთუმანში, საკარანტინო ზონაში პაციენტები ერთიდან ორ კვირამდე დარჩებიან.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც კარანტინშია, „მთავარ არხს“ ვიდეომასალა მიაწოდა, სადაც ასახულია, რა მდგომარეობაა და როგორ კვებავენ პაციენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები