LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ნაბიჯი დარჩა შეთანხების ამ ნაწილში – გიორგი რურუას გათავისუფლება: გიგა ბოკერია

113
bokeriafortuna

“ეს არის ძალიან რთული პერიოდის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერია ტელეკომაპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების ნაწილში მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება დარჩა, რის შემდეგაც ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების პროცესში მიღებს მონაწილეობას.

„ბუნებრივია, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. ეს არის კარგი ნაბიჯი ქვეყნისთვის, ძალიან რთული პერიოდის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, იმისთვის, რაც სჭირდება ქვეყანას – ნორმალიზაცია, რისკების შემცირება, რაც უხვად აქვს და არსებითად უფრო ნორმალური წინასაარჩევნო პერიოდი ოქტომბრის არჩევნების წინ. ერთი ნაბიჯი დარჩა შეთანხების ამ ნაწილში – გიორგი რურუას გათავისუფლება, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი შეფასებით, შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. მერე გვექნება მწვავე, კრიტიკული საარჩევნო კამპანია, მაგრამ არსებითად უფრო ნორმალური, ვიდრე აქამდე. ეს არის კარგი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის, არა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, არამედ ყველაფრისთვის სწორი ნაბიჯია“,- განაცხადა ბოკერიამ.

საზოგადოებამ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება ვერც მაპატიოს – პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები