LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ აღმოხდა მათ თავ-ყბას, ყველა დუმდა – ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას საყვედურობს

89
ნათელ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გუშინ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გამართულ კენჭისყრას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც იმ პარტიებს, რომლებიც მანდატებს არ გამოიყენებენ და პარლამენტში არ შევლენ, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს.

შალვა ნათელაშვილი შექმნილ ვითარებაში მთელს პასუხისმგებლობას საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს აკისრებს:

“მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ვერაფრით გატეხა “ლეიბორისტული პარტია” და ვერ გვაღიარებინა დანაშაულებრივი პარლამენტი, წუხელ ივანიშვილის დავალებით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კენჭი უყურა კანონპროექტს, ფაქტობრივად “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვის შესახებ.  – აცხადებს ნათელაშვილი

შექმნილ ვითარებაში მთელს პასუხისმგებლობას ვაკისრებ ტრამპის მიერ, საქართველოში დანიშნულ ამერიკის ელჩ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა რუსი ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისთვის, რათა აიძულოს ისინი, შევიდნენ პარლამენტში და ამით გადარჩეს პროპუტინისტური რეჟიმი.

“ამ ქალბატონმა კეთილი ინებოს და როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სანქციების მუქარით, რომ ეს კანონპროექტი შუბლზე გაიწეროს. სხვა შემთხვევაში, მთელს მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მის გათეთრებას, გალეგიტიმურებას. ყველა რომ დაგვიჭირონ, იმ შემთხვევაშიც კი. ამიტომ, აზრი არ აქვს იმის გაკეთებას, რასაც აპირებენ. ამ პროვოკაციების მსხვერპლი თვითონ გახდებიან,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა”

თუ რაზე დაყრდნობით აკისრებს ნათელაშვილი კელი დეგნანს პასუხისმგებლობას, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ელჩი დეგნანი მას 6 თვე აძალებდა პარლამენტში შესვლას.

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა იმ ოპოზიცური პარტიებსაც უსაყვედურა, დუმილის გამო, რომლებიც აქამდე ივანიშვილის რეჟიმს აპროტესტებდნენ, ახლა კი პარლამენტში შევიდნენ.

“ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ აღმოხდათ გუშინდელ კანონპროექტზე ოპოზიციონერების თავ-ყბას. ყველა დუმდა. მათ ის აღიზიანებთ, თვითონ რომ გაისვარნენ და ჩვენ არ ვართ გასვრილები,”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები