LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება-მეთქი“? – რას წერს შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატიას დედა ლევან რატიანზე

3867
BeFunky-collage (6)

„რუსთავის 2-ის“ ეთერში „სხვა კითხვებს ნიკოლოზისგან“ ლევან რატიანი პასუხობდა.

გადაცემაში ექიმმა, შატილის ტრაგედია გაიხსენა.

რატიანმა აღნიშნა, რომ როცა ხატია დევსურაშვილი შემოიყვანეს კლინიკაში დედამ ეს სიტყვები უთხრა: „ერთ-ერთის დედა შემოვიდა, ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავდა და მითხრა, ესეც უნდა მომიკვდესო? – არა რას ამბობთ-თქო. და ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში. ეს შვილი კლინიკიდან თავისი ფეხით წავიდა“.

ლევან რატიანის ამ სიტყვებს ხატიას დედა, ლიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩემო ლევანი ექიმო, როგორ დეტალებში გახსოვთ იმ საშინელი დღის ამბავი….ერთი შვილი პროზექტურაშია და მეორე თქვენთან მოიყვანეს, ესეც მომიკვდება მეთქი? ზუსტად ასე იყო….

დღეს ხატია რომ სუნთქავს და დადის ეს თქვენი დამსახურებაა, უფალმა ინდომა რომ ხატია თქვენ გადაგერჩინათ..დალოცვილი იყავით ცხოვრების გზაზე“,- წერს ლიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილში ტრაგედია მოხდა.

მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები