LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან”: გიგა ტატიაშვილი ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს

2818
BeFunky-collage (14)

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.

ამის შესახებ ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გიგა ტატიაშვილს უფლებები უმიზეზოდ შეეზღუდა.

“ფაქტია, რომ მისი უფლებები შეიზღუდა. რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი იმის, რომ გაეყვანათ ეროვნულ გამოცდებზე? – ახსნა ამას არაფერი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი. მიზეზი არ არსებობს, ეს არის უფლებების შეზღუდვა, მეტი არაფერია აქ ჩადებული. ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან”,-განაცხადა ადვოკატმა.

„კაწროს“ ჩვენება გასარაჯოვდა: რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

“ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან” – “საბურთალოს” პრეზიდენტი შაქარას ემოციურად იხსენებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები