LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წელია „კანონიერად“ გვისმენენ – „გირჩის“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ

82
girchiii

„გირჩის“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.  წევრების თქმით, შსს-ში ოფიციალურ მიზეზად უთხრეს, რომ 2018 წელს კანაფის ფესტივალის საქმის დახურვის მიზნით იბარებდნენ.  ზურა ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ პოლიციის სამმართველოში დაშინების მიზნით დაიბარეს.

“ძალიან მწარედ მოხვდათ და ამან გააღიზიანათ. მთელი დღის განმავლობაში გვიკავშირდებოდნენ ტაქსისტები და გვთხოვდნენ, აქციეს დაორგანიზებას. მგონია, რომ ეს არის დაშინების მცდელობა. არა ჩემი, არა ვახოსი, არა იაგოსი, არამედ სხვა ადამიანების, მათ შორის ტაქსის მძღოლებს. ვაიდა, ჩვენ გადავწყვიტოთ აქციების დაორგანიზება, მათ შეეშინდეთ ჩვენთან აფილირება. სხვა ახსნა ბუნებაში არაა”, — თქვა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსნებთ , რომ პირველ ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე ტაქსით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის დარღვევისთვის  ქალაქის ქუჩებში ფერადი  ტაქსით „სამუშაოდ“ გამოვიდა იმისთვის, რომ რეგულაცია დაერღვია.

შენობიდან გამოსული აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათი მოსმენა მიმდინარეობდა.

„მე რაც გავიგე, გვითხრეს, რომ ერთი წელია „კანონიერად“ გვისმენენ. ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი. ამის სათქმელად დაგვიბარეს. ტლანქად გაგვაფრთხილეს“, – დაწერა „ფეისბუკზე“ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ შსს-ში მისვლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები