LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთით ნულია, მაგრამ ჩემი რიგია” – ბედუკაძე თავდასხმაში ენმ-ს ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, ვაშაძეს ფიზიკურად გაუსწორდეს

Untitled

“ნაცმოძრაობას სურს საგაზაფხულოდ საბოლოოდ ჩამოირეცხოს ე.წ. ციხის კადრებისგან მიყენებული ლაქა” –  ამის შესახებ გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა. ადამიანი , რომელიც 2012 წელს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ფიგურირებდა, მასზე თავდახმის ორგანიზებაში ოპოზიციას ადანაშაულებს.ციხის კადრების ავტორი ტელეკომპანია პირველთან ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ. ამავდროულად, მისივე თქმით, თავდამსხმელი მანამდე არ შეუმჩნევია და დღეს ნახა პირველად.ბედუკაძე ამბობს რომ შემთხვევა დღეს, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა. მისივე თქმით, პირი, რომელსაც არ იცნობს, ამბობდა, რომ ერთ-ერთი პატიმარი ბედუკაძის თანდასწრებით ციხის სხვა თანამშრომლებმა ე.წ. კარანტინში ცემით მოკლეს.

“მოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ მე და ჩემმა თანამშრომლებმა განვახორციელეთ რომელიღაც მოქალაქის მკვლელობა, მოვკალით. ვუთხარი სისულელეა ეს, წავიდეთ ხატთან დავიფიცოთ მამაოსთან მივიდეთ. დაიწყო უშვერი სიტყვებით გინება, არც მამაო აინტერესებდა, არც ოცნება, დაიწყო გინება ოცნების, ივანიშვილის, ჩემზე გადავიდა და დამარტყა. შემთხვევას ველოდი. გარკვეული პერიოდი ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ, მქონდა ინფორმაცია გარკვეულ ეტაპზე. ვიცოდი, რომ გააქტიურდებოდა ნაციონალური მოძრაობა საამისოდ. ასევე, ველოდი ვაშაძის დაპირების, მუქარის ასრულებას ჩემი მისამართით. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ვაშაძის დაპირებას გადავრჩი, შუბლის გახვრეტასთან  დაკავშირებით, გახსოვთ ალბათ მისი ვიდეო”, – ამბობს ციხის კადრების ავტორი.

ბედუკაძემ “პრაიმტაიმის” ფეისბუკ ლაივში ასევე თქვა, რომ ერთით ნულია და ახლა მისი რიგია.

“არ გამოვრიცხავ, რატომ უნდა გამოვრიცხო, თუ შეხვდება მეორე დღეს, შეიძლება მე გავუსწორდე ფიზიკურად ამ ადამიანს. “შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრსაც, ქუჩაში რომ ახლა შემხვდეს, ვაშაძეს თავი გავუტეხო ან ამნაირი დაზინაება მივაყენო”, – ამბობს ბედუკაძე

ლადო ბედუკაძეს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.მან ალადაშვილის კლინიკა დღეს საკუთარი სურვილით დატოვა.ბედუკაძის ცემის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით,კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარე დადგენილია,თუმცა უცნობია დაკავებულია თუ არა იგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები