LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთხელ აღებული ბილეთით 3-ჯერ, მათ შორის მიკროავტობუსით მგზავრობაც იქნება შესაძლებელი – თბილისში სატრანსპორტო სქემა იცვლება

221
მიკროავტობუსი

თბილისში 1-ელი აპრილიდან, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება.

მგზავრებს ერთხელ აღებული ბილეთით  საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

დღეიდან, ახალი ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ხდება - როდიდან ჩაერთვება მიკროავტობუსები გადახდის ერთიან სისტემაში

90 წუთის განმავლობაში, მგზავრები ერთჯერადი გადახდით სარგებლობას შეძლებენ და სისტემაში ჩაერთვება ლურჯი მიკროავტობუსებიც.

მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას, როგორც ხმალაძე აღნიშნავს, 1000 მიკროავტობუსი თბილისში 2021 წლის ბოლომდე იქნება და არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

„ამ წლის ბოლომდე ჩვენ ამ მიკროავტობუსებს მთლიანად ვანაცვლებთ და ივლიან ახალი ლურჯი მიკროავტობუსები. იმ ფულით, რასაც ჩვენ ავიღებთ 300-ის გამოსყიდვის შედეგად, კიდევ 300 მიკროავტობუსს შევიძენთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაპატარავდა მიკროავტობუსების ბაზარი, 1500 ერთეულიდან ჩამოვიდა 1000 ერთეულამდე“, – აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხამლაძე „ინტერპრესნიუსტან საუბარში. 

ამ დროისთვის მეტროსა და ავტობუსს შორის გვაქვს უფასო გადაჯდომის 90-წუთიანი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ თუ გადაიხდი მეტროში ან ავტობუსში, 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდები, ახლა ამ სისტემაში ჩაერთო ასევე მიკროავტობუსიც.

„ეს კი ნიშნავს, რომ მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. მეორეც, ავტობუსში და მეტროში მოქმედებდა შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე და ეს რეჟიმი ასევე გადავა მიკროავტობუსებშიც“, – ამბობს ირაკლი ხმალაძე.

უცნობია, რა ბედი ელით ყვითელ მიკროავტობუსებს. ის კომპანიის საკუთრებაა და თბილისის მერია, იმედოვნებს, რომ მათი ნახვა თბილისში აღარ მოგვიწევს.

მერიამ ასევე გადაწყვიტა, რომ თბილისში 24 -მეტრიანი ავტობუსები აღარ შემოვა და დედაქალაქში მხოლოდ 18 – მეტრიანი ავტობუსები ივლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები