LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთკვირიანი გამყარების შემდეგ, ლარი კვლავ გაუფასურდა

132
1

22 ივლისის ვაჭრობის შემდეგ, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 3,1191 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 2,41 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6787 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0350 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, 15 ივლისის შემდეგ ეროვნული ვალუტა უწყვეტად მყარი იყო.

ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები