LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმა ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა, მეორემ -სიგარეტს გაუკიდა“ – რა მოხდა თვითმფრინავის ბორტზე?

454
shutterstock-256478011-1rfs4z7

ერთმა ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა, მეორემ სიგარეტს გაუკიდა, მესამე ღვედს არ იკეთებდა – ეს ყველაფერი კი ბორტზე, ერთ რეისზე მოხდა.

სოციალურ ქსელში, მოგზაურებისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში „მოგზაურთა კლუბი“ ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან მაისურაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ვითარებას აღწერს, რომელიც გუშინ ვარშავა-ქუთაისის რეისზე მოხდა.

„დღეს ვარშავა-ქუთაისის რეისზე რა მოხდა გინდათ გითხრათ ? ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა და ბორტგამცილებელმა ამოუღო ჩანთიდან. მერე დავხვდათ პოლიცია ტრაპთან და წააცუნცულეს. მეორემ ბორტზე დაიწყო სიგარეტის გაკიდება, მესამე – ღვედს არ იკეთებდა და იქ უნდა ყოფილიყავით.  God save America“, – წერს ლევან მაისურაძე.

მის ამ პოსტს სოც.ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების სახით მაისურაძის პოსტზე ქართველი მოგზაურები შემდეგი შინაარსის ტექსტებს წერენ:

  1. დრო არ დაკარგა და თვითმფრინავიდანვე შეუდგა საქმეს;

  2. მერე გვიკვირს ერთ ქვაბში რო ვიხარშებით, ვინც ნორმალურია ისინიც;

  3. ისიც გამიგია,თუ როგორ “ასუფთავებენ” ქართველი ბიჭები კოსმეტიკის ვიტრინებს;

  4. რა ხალხია პირდაპირ სამარცხვინო;

  5. სულ ეგრე როგორ ხდება!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები