LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას “ლელო” მხარს არ უჭერს – დავით უსუფაშვილი

337
100831161-269070944461045-3793980432031154176-o

“ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ლელოსთვის” ერთნაირ სექსიანთან ქორწინება მიუღებელია, რის გამოც შესაძლოა ძველმოდურად გამოიყურებოდნენ.

დავით უსუფაშვილი ეკლესსიისთვის ტყის გადაცემის საკითხზეც წერს და აღნიშნავს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში “საეკლესიო ტყეების” საკითხის წამოწევა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკაში საეკლესიო წრეების ჩართვის მცდელობაა.

“საეკლესიო ტყეების” საკითხს “ლელოში” მინიმუმ სამ პრიზმაში განვიხილავთ: 1. ტყე. სახელმწიფოს ხელში ტყე ჩვენს თვალწინ ნადგურდება. ვთვლით, რომ ტყის საუკეთესო მეპატრონეა ტყის კონკრეტულ მასივთან უშუალოდ დაკავშირებული მოსახლეობა, რომელსაც აქვს ტყის უპირატესი მოსარგებლის ბუნებრივი უფლება და რომელმაც თვითმმართველობისა და სახელმწიფო რეგულაციების საფუძველზე უნდა უპატრონოს კიდეც მას. ჩვენ, პირველ რიგში, მხარს ვუჭერთ ტყის შესაბამისი მასივების გადაცემას მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში. მიგვაჩნია, რომ ეკლესია-მონასტრებს, ამავე პრინციპების საფუძველზე, შეიძლება გადაეცეს მათ ისტორიულ შემოგარენში არსებული ტყის ნაკვეთები. 2. არჩევნები და ეკლესია. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, „საეკლესიო ტყეების“ საკითხის წამოწევით სახელმწიფოს სათავეში მყოფი მორიგი ხელისუფლება მორიგ ჯერზე ცდილობს წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაითრიოს საეკლესიო წრეები. ამისათვის ნაცად ხერხს მიმართეს და სწორედ წინასაარჩევნო თვეებში გააჩაღეს დისკუსია გადასაცემი ტყის ფართობებზე, პირობებეზე, ვადებზე და სხვა. ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ემსახურება ვიწროპარტიულ და კერძო ინტერესებს და არა ტყის, ეკლესიის და ქვეყნის ინტერესებს. 3. საეკლესიო ქონება. ეკლესია, როგორც სამოქალაქო ურთიერთობების სუბიექტი, ექვემდებარება ქვეყნის საერო კანონმდებლობას ქონებრივ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში, მათ შორის, სახელმწიფოსგან მიღებული ქონების და დაფინანსების მიზნობრიობის მიმართულებით. თითქოს ეკლესიის საუკეთესო ინტერესებში უნდა იყოს ამ საკითხებში სამაგალითო გამჭვირვალობა, მაგრამ დღეს ეს არ ხდება არც ეკლესიის კეთილი ნებით და არც სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოსილების განხორციელებით.

რაც შეეხება უმცირესობებს: 1. დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად. 2. ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი “ფობიობანას” გარეშე”- წერს უსუფაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები