LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო… ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია: ღარიბაშვილი

181
BeFunky-collage (1)

“ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს და მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა დამღუპველია” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.ამასთან, თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში არ მომხდარა ომი და არ დაკარგულა ტერიტორიები.

„გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: პირველი ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. მეორე არის მშვიდობა – მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და ასევე, სტაბილურობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები