LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს – როგორ დაეხმარება მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს

63
kafeebi 33

მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდა სუბსიდირების გეგმა, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მტავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი დააზარალა.

„პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომელიც დამოკიდებულია ტურისტების ნაკადზე.

დღეს, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც მოხდება ანტიკრიზისული გეგმის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში. პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის.

ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.

რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს მერიიის ამ ინიციატივას“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომას თბილისის მერი კახი კალაძე ესწრება, რომლის ინიციატივითაც წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებელი გეგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები