LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების არჩევნები.. არ გამოვავლენდი ასეთ სეპარატისტულ მისწრაფებებს – აკაკი ბობოხიძე

125
2432-e1595273944136

“მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების არჩევნები”,-ამის შესახებ “ევროპულ საქართველოს” იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ერთპიროვნულად გამარჯვების შანსი.

“გუშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მარტო აპირებს მოგებას. მას არ უნდა რომ კოალიცია ჰქონდეს რომელიმე პარტიასთან. არ გამოვავლენდი ასეთ სეპარატისტულ მისწრაფებებს. მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების არჩევნები, ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების არჩევნები და რაც არ უნდა იძახოს მიხეილ სააკაშვილმა მოვდივარო, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, როგორც ჩანს არ და ვერ დაბრუნდება. დამბრუნებელი კაცი ამდენ ხანსაც დაბრუნდებოდა.

ამიტომ, სწორად უნდა დავალაგოთ მიზნები. ჯერ უნდა მოვუგოთ ივანიშვილს და მერე თუ ვინმეს უნდა დაბრუნება დაბრუნდება, თუ არ უნდა და არ დაბრუნდება, არავინ არავის ძალას არ დაატანს. არავის არ უნდა ჰქონდეს შეფერხება ქვეყანაში დასაბრუნებლად”,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ევროპული საქართველოს ლიდერები დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები