LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ არის ის, რასაც ამ ქალისგან ვისმენდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს…“

darsmelidze

სალომე ზურაბიშვილის „ევრონიუსისთვის“ და „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურისთვის ინგლისურ ენაზე მიცემულმა ინტერვიუებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის მიმართ მკაცრი გამონათქვამების გამო აქებენ და წერენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი განცხადებებით რომ ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, მასთან ამომრჩეველს პრეტენზია აღარ ექნებოდა.

მათ შორის ერთ-ერთია მომღერალი მაია დარსმელიძე, რომელმაც „ევრონიუსის“ ინტერვიუ გააზიარა და დაწერა:

„ვაიმეეე, ეს რას ისმენს ჩემი ყურები?

ეს სულ სხვა ტექსტია… ეს არ არის ის, რასაც ამ ქალისგან ვისმენდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ეგრევე გეექცა ბიძოს, თუ რა ხდება? მოდით დამალაგეთ ვინცხამ, თორე ვიტირებ…“

მაია დარსმელიძის ამ პოსტს გამოეხმაურა სოფო ნიჟარაძე და აღნიშნა:

„ვერ ვიჯერებ, შეიცვალა? შეიძლება, ვიღაც-ვიღაცებზე ჰგონია, რომ ვერ გაიგებენ, ინგლისური მაინც არ იციანო“.

სოციალურ ქსელში ასეთ კომენტარებსაც ამოიკითხავთ:

„პრეზიდენტობა თუ შეგაწყვეტინებდა არაადეკვატურობას, გეთქვა, აქამდე რას დაგვაწყვიტე ნერვები.

ობიექტურად good job! ძალიან სწორი და საჭირო აქცენტებია დასმული“.

„სულ ინგლისურად რომ გველაპარაკოს? გაცილებით ნათლად აყალიბებს აზრს, ვიდრე ქართულად“

„ეს მისი მოღვაწეობის საუკეთესო დასაწყისია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები