LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ არის რეზინის ტყვიები – რას წერენ აქციაზე მყოფი ჟურნალისტები ფეისბუქზე

1068
tyvia

სოციალურ ქსელში ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გუშინ საპროტესტო აქციის დაშლისას სპეციალური დანიშნულების რაზმს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია.

როგორც “კურიერის” ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი ამბობს, ეს არ იყო რეზინის ტყვიები.

“იცოდეთ, რომ ეს არ არის რეზინის ტყვიები, რეზინის ტყვია იმდენი მომხვედრია ვინ დათვლის”, –  წერს ბაღაშვილი “ფეისბუქზე”.

ბაღაშვილს ეთახმება “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, ეს საფანტიც ყოფილიყო.

კი გეთანხმები, სახიდან ორი საფანტის მაგვარი რგოლი ჩამოვიღე და მეც მგონია, რომ საფანტი ისროლეს,” – წერს ის. 

ასევე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ეს იყო მძიმე პლასტმას-კაუჩუკის ტყვია.

“ერთ-ერთი მძიმე პლასტმას-კაუჩუკის ტყვიაა, ძვლების დასალეწად გამოიყენება. თავში სროლა 30 მეტრზე ახლოს იწვევს მყისიერ სიკვდილს”, – წერს მომხმარებელი.

 

შეგახსენებთ, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის ტრიბუნის დაკავებას მოყვა. მომიტინგეების დასაშნელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები