LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არამქვეყნიური გოგო ბუჩელი ბავშვებისთვის სათბურს მოაწყობს, მათთან ერთად ასობით ქართულ მცენარეს გაზრდის“ – გიგა მაქარაშვილი

139
მარიამ საჯაია

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას სასიხარულო ამბავს უზიარებს და წერს, რომ უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში, ქართულ მცენარეებს ყოფილი პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ საჯაია მოაშენებს.

„ძაააააალიან მაგარი ამბავი ??? ეს არამქვეყნიური გოგო ბუჩელი ბავშვებისთვის სათბურს მოაწყობს, მათთან ერთად ასობით ქართულ მცენარეს გაზრდის და კიდევ უფრო გაალამაზებს ისედაც ზღაპრულ პროექტს ?
უკვე ვხედავ ტალახში ამოსვრილ ოქროსფერთმიან პატარა უკრაინელებს ??
ჩემო კარგო ქვეყანავ ??“ – წერს გიგა მაქარაშვილი „ფეისბუქზე“ და მარიამ საჯაიას ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი რუსების მიერ განადგურებულ ქალაქ ბუჩაში საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობას გეგმავს.

გიგა მაქარაშვილი: „ბუჩას მერი რეკავს, პირველი წლები იქნებ ქართველი დირექტორი დავნიშნოთო..“

„აი ია დაწინაურდა“ – რა უნდა ერქვას ჩვენს აშენებულ სკოლას და ბაღს?: გიგა მაქარაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები