LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია – ვიმედოვნებთ, გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება საქართველოსთვის და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ: სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე 

86
ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, რეზოლუცია ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

მისივე თქმით, რეზოლუცია მიღებულია ძალიან ცუდ დროს – მაშინ, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებამდე ორი კვირა რჩება.

“ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, ძალიან ცუდ დროს მიღებული. მაშინ, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ორი კვირა რჩება, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და ხმას აძლევენ, ამ მომენტში ამბობდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება.

ეს ცალსახად ცუდი რეზოლუციაა, რომელიც გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით, ასევე შეცდომებით. რა გავლენა ექნება ამას?

როგორც იცით, გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და მისი 27 ქვეყანა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეზოლუციას ამ გადაწყვეტილებაზე მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება საქართველოსთვის და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ”, – განაცხადა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო ვიზიტებზეც გაამახვილა ყურადღება:

“ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა ეს საკითხი არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებში მიიღება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე სკანდინავიის ქვეყნებში მიემგზავრება. შემდეგ ვიზიტი გაიმართება გერმანიაში, სადაც ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და პოლიტიკურ პარტიებთან იქნება შეხვედრა. ასევე დაგეგმილი მაქვს ვიზიტი ლატვიაში, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიაშია. საგარეო უწყების ხელმძღვანელები ევროპაში იმყოფებიან. ორი კვირის განმავლობაში ყველა დედაქალაქს დავფარავთ, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური, ან ბიზნესკავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება, როგორც ცილისწამება, ტყუილი და შეტევა, როგორც პირადად მასზე, ასევე მის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე”, – აღნიშნა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები აღნიშნულ რეზოლუციას, იხილეთ ვრცლად:

გვარამია: ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი ციხის საკნიდან დავამარცხე

ნებისმიერი შეფასება, რომელიც იქნება მიკერძოებული შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას – იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ლადო კახაძე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრებით ორდენზე მეტი დაიმსახურა – მან იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი, რადგან თვითონ მთელი ცხოვრება სხვისი თანამდგომი იყო

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

სამადაშვილი: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები