“ეს არ არის ფული, რო­მე­ლიც ერთი ამ ორი წლის წინ გაჩ­ნდა. ეს არის ის ფული, რო­მე­ლიც მოჰ­ყვე­ბა იმ ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას, რო­მე­ლიც მე სა­ზღვარ­გა­რეთ მქონ­და” – პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში საფრანგეთში ნაყიდ ბინაზე ისაუბრა და განმარტა, რომ თანხას წლების განმავლობაში დეპოზიტზე აგროვებდნენ.

“ზუსტად არ მახსოვს, და­ახ­ლო­ე­ბით 470 ათა­სი ევრო გა­და­ვი­ხა­დეთ ამ სახ­ლში. ჩემი დეკ­ლა­რა­ცია ივ­სე­ბა 5-6 წე­ლია. ეს ფული, რომ­ლი­თაც ჩემ­მა მე­უღ­ლემ ეს ბინა შე­ი­ძი­ნა, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წლე­ბია ფი­გუ­რი­რებს. ეს არ არის სა­ი­დან­ღაც გა­მო­ჩე­ნი­ლი ფული, ეს ფული ჩემს მე­უღ­ლეს ედო დე­პო­ზიტ­ზე.

შე­მიძ­ლი­ათ აგიხ­სნათ, სა­ი­დან გვქონ­და ეს ფული. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე დიდი ხანი ქვეყ­ნის გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი, თუ კი რა­ი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გვქონ­და ქვეყ­ნის გა­რეთ, იყო გას­ხვი­სე­ბუ­ლი. ეს ფული შე­ნა­ხუ­ლი იყო დე­პო­ზიტ­ზე, შვი­ლის მო­მავ­ლის­თვის. ჩემი შვი­ლი სწავ­ლობს საფ­რან­გეთ­ში. ეს არ არის ფული, რო­მე­ლიც ერთი ამ ორი წლის წინ გაჩ­ნდა. ეს არის ის ფული, რო­მე­ლიც მოჰ­ყვე­ბა იმ ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას, რო­მე­ლიც მე სა­ზღვარ­გა­რეთ მქონ­და” – ამ­ბობს გა­ხა­რია.

ცნობისთვის, ექსპრემიერმა და მის­მა მე­უღ­ლემ ბინა საფ­რან­გეთ­ში ბინა შეიძინეს, რომელშიც და­ახ­ლო­ე­ბით 470 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­დეს.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები