LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ” – ანდრია ჯაღმაიძე

101
SAPATRIARQO

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა. ამის შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სასულიერო პირების პირად ნივთებზე ფული არ იხარჯება. ამის შესახებ ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. დეკანოზის თქმით, 25 მილიონი ლარი არა საპატრიარქოს ანგარიშზე, არამედ საგანმანათლებლო სფეროში ხელფასების სახით ირიცხება.

„არცერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე და არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი. ფინანსთა სამინისტროს მიმართონ და ნებისმიერ მოქალაქე მიაწოდებენ ინფორმაციას საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ. ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ.

ეს თანხა, არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში. სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი, სრულად 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სკოლები, როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე მორალურ-ზნეობრივი დონით. ჩვენ სკოლებში არასდროს არ ხდება ბულინგი. სკოლებში არ მომხდარა არცერთი კრიმინალური ინციდენტი. და აკადემიური დონე არის მაღალი“ – განმარტა ჯაღმაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები