LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მიშა-ბიძინას მკლავჭიდი…აქციაზე იყო ძალის გადამეტება – უსუფაშვილი

66
უსუფა'

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი ცნობილი პრობლემის შედეგია და ეს პრობლემა არის მიშა-ბიძინას მკლავჭიდი. ამის შესახებ უსუფაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის პარტიის წევრებთან ერთად აქციაზე იმ დრომდე იმყოფებოდა, ვიდრე ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო და სანამ შტურმზე დაიწყებოდა საუბარი.

“ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არასწორი ქმედებები იყო, კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, ტყვიის სროლით არ დაწყებულა ძალადობა, პოლიციას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, რომ აღეკვეთა, მაგრამ როგორ აღკვეთა ესაა პრობლემა, ეს იყო ძალის გადატემება”, – აცხადებს უსუფაშვილი.

“შენების მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაუშვა გავრილოვის სკანდალი და ჯერ კიდევ არ არის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკვეთილი და არ კეთდება განცხადებები, რასაც საზოგადოება ბოდიშად ჩაუთვლიდა. უსუფაშვილის ინფორმაციითვე, მისი მარტიის წევრის – ანი მიროტაძის მეუღლე ამჟამად საავამდყოფოშია, მას გუშინდელი აქციის შედეგად ყბა აქვს ჩამტვრეული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები