LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი“ – ღუდუშაური სახალხო დამცველის ანგარიშზე

33
Untitled design

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს.

ომბუდსმენის მოხსენებას უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აფასებს და მას „ორღობის ჭორაობას“ უწოდებს:

„მისი ხედვით, თითქოს, ესა თუ ის საკითხი მტკიცებით ფორმაში კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენს, მაგრამ, რეალურად, არც ამ ფაქტების უკან დგას რაიმე მტკიცებულება გარდა ერთისა – ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით:

◼ გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა;

◼ გაუარესდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი;

◼ ბოლო წლებში შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის ტენდენცია;

◼ გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები