LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ” – ეკა კვესიტაძე

205
ეკა

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სტატუსს აქვეყნებს და “ევროპული საქართველოს” ოფისთან გამართულ აქციას  ეხმაურება.

ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ, არც ერთს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რუსი ოლიგარქის წასვლის შემდეგ რუხ მასას შეერევიან და გადარჩებიან”, – ამბობს კვესიტაძე.

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტების აქცია ცოტა ხნის წინ დაიშალა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ. ამის მიზეზი კი გუშინ პარლამენტში მათ მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება გახდა.

მიუხედავად ახალგაზრდების აქტიურობისა, მათ ელენე ხოშტარიას დღეს ჟურნალისტი უწოდეს, გუშინ კი საერთოდ ეკა ხოფერიაში აერიათ.

 ახალგაზრდებს, რომლებსაც ელენე ხოშტარია ეკა ხოფერიაში აერიათ, ახლა დეპუტატს ჟურნალისტი ეძახეს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები